logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით გაგრძელდება
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით გაგრძელდება
12:51 18.09.2019
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კონკრეტულ პერიოდში გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, მერიის პოზიციაა, რომ პროექტის დროულად დასასრულებლად სამუშაოები ზამთარშიც გაგრძელდეს, თუმცა ეს საკითხი თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

კახა კალაძემ ამ თემაზე მოსახლეობის მოსაზრების გასაცნობად ვაკის რაიონის გამგებელს, ნოდარ ტურძელაძეს, ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაციის დაწყება, შესაბამის სამსახურს კი სოციალურ ქსელში გამოკითხვის ჩატარება დაავალა.

„იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ჭავჭავაძის გამზირი მოძრაობის მხრივ საკმაოდ დატვირთულია და მთლიანად დაკეტვა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა, ჩვენ გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე მონაკვეთად დავყავით. პირველი იყო ვარაზსიხევიდან „პიქსელამდე“ მონაკვეთი, სადაც ძირითადი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია, ასფალტს ერთი ფენა დაგებულია. ახლა ეტაპობრივად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. უახლოეს დღეებში დაიწყება ბორდიურისა დატროტუარის მოწყობა. ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდება. რეაბილიტაციის შედეგად გვექნება სრულიად განახლებული გამზირი. განახლდება მოძრაობის სქემები. მოეწყობა, ასევე, საავტობუსოზოლები და ველობილიკები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების მეორე ეტაპი „პიქსელიდან“ რიგის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გაზის მილების რეაბილიტაციით დაიწყო.

„სამუშაოების მესამე ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სამუშაოების გაგრძელების თვალსაზრისით, გვინდა, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ეს პროექტი წელს გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე, ანუ ვაკის პარკამდე, თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე, იქ გავაჩეროთ სამუშაოებიდა გაზაფხულზე განვაახლოთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ რადგან დავიწყეთ, რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდეს და ბოლომდე მივიყვანოთ. მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამიტომ უმჯობესია, სამუშაოები ზამთარში გაგრძელდეს, რომ გაზაფხულზე ისევ ტალახი და მტვერი არ იყოს. ნოდარ ტურძელაძეს ვთხოვ, მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაიწყოს და მათი მოსაზრება გაგვაცნოს. გარდა ამისა, ჩავატაროთ გამოკითხვა სოციალურ ქსელში, რა დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეებს ამ კონკრეტული პროქტის მიმართ. მერიის პოზიციაა, რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა