logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თბილისის მერმა ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილება
თბილისის მერმა ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილება
16:35 16.09.2019
ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება. მშენებლობის ადგილას, დღეს, სიმბოლური კაფსულასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმადათბილისის მერმაკახაკალაძემჩადეს.ამ ტერიტორიაზე ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება. სკოლისთვის 26099 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო.

კაფსულაში სკოლის აშენების შესახებ დოკუმენტი ჩაიდო, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრმა, ქალაქის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და ევროკომისარმა მოაწერეს.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის განვითარებაში განათლების წვლილზე ისაუბრა.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენნაირი მშვიდობიანი, არააგრესიული ერების ერთადერთი ძალაც და განვითარების წინაპირობაც, მართლაც, მხოლოდ განათლება შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, დღეს, აქ, მშენებლობის დაწყება არის არა მხოლოდ ახალი ევროპული პროექტის დაწყების მანიშნებელი, არამედ ძლიერი და ბედნიერი მომავლის სიმბოლოც.

მოხარული ვარ, რომ თბილისში, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში განათლების უპირველესი კერა იყო, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით და ძალისხმევით აშენდება კომპლექსი, რომელსაც ამჯერადაც, რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ ექნება. ეს სკოლა იძლევა საშუალებას და იმედს, რომ ჩვენი მომავალი თაობა იყოს უფრო მოტივირებული და ადრეული ასაკიდანვე გაუგოს გემო წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავ შრომას. დღეს სწორედ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას: ხარისხიანი ზოგადი განათლება და წიგნიერების მაღალი დონე, რადგან თითოეული ბავშვი ჩვენი მომავალია, რომლის განათლებულ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ მოქალაქედ ჩამოყალიბება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიად მიგვაჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს, პრემიერ-მინისტრს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, სხვადასხვა უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროპული სკოლა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ეყოლება, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურულ გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ,ევროპულ, მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს.
ევროპული სკოლის საპილოტე პირველი ეტაპი 2018 წელს „ახალი სკოლის“ ბაზაზე დაიწყო. ამავე ტერიტორიაზე აშენდა საერთო საცხოვრებელიც. მშენებლობა მთლიანად ევროკომისიამ დააფინანსა. 2019 წლიდან, პარტნიორი ქვეყნებიდან შესაბამისი საკონკურსო პირობებით შერჩეული 16-17 წლის 75 მოსწავლე საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაზე ისწავლის. სკოლის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დაგეგმილია სწავლების ევროპული სისტემის შინაარსისა და კონცეფციების ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ორმაგი დიპლომის შეთავაზება სტუდენტებისთვის და საქართველოს განათლების სისტემის მიერ ევროპული სკოლის (ES) სპეციფიკური საშუალო საფეხურის სასწავლო კურიკულუმის აღიარება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
სასკოლო კომპლექსის ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციის გარდა, ევროკავშირი გააგრძელებს სასწავლო გრანტების გამოყოფას, უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას და ხელს შეუწყობს სასწავლო კურიკულუმის დახვეწა-შემუშავებას. ევროპული სკოლა სრულფასოვნად 2023 წლის სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა