logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საბურთალოს გამგეობა და პრაღა-3 ქალაქის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ
საბურთალოს გამგეობა და პრაღა-3 ქალაქის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ
15:58 16.09.2019
საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და პრაღა 3-ისმერმა,ირჟი პტაჩეკმა მოაწერეს.ხელმოწერის ცერემონიას ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი ესწრებოდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე, სხვადასხვა სფეროში მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეთა შორის ბიზნეს, კულტურული და ტურიზმის სფეროების წარმოჩენისთვის ღონისძიებების ორგანიზება და ადგილობრივ დონეზე ინსტიტუციური თანამშრომლობის მხარდაჭერა იგეგმება. მხარეები ასევე, ხელს შეუწყობენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის დამყარებასა და განვითარებას.

პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, საბურთალოს გამგეობის დელეგაცია ღვინის ყოველწლიურ ფესტივალსაც დაესწრო, სადაც ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ღვინოც იყო წარმოდგენილი.

„საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 სამომავლო პროექტების განხორციელების დროს ითანამშრომლებენ, რაც ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს, გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას თბილისსა და პრაღას შორის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ ჩვენი სტუმრობის პერიოდში,პრაღაში ყოველწლიური ღვინის ფესტივალიგაიმართა, სადაც ქართული ღვინო პირველად იყო წარმოდგენილი. ვიმედოვნებ, რომ ამ ფორმატში, კიდევ მრავალი საინტერესო პროექტიგანხორციელდება“, -განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

აღსანიშნავია, რომ საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 ქალაქის განვითარების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციების როლის, პროექტების შემუშავების, დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის, ასევე, რაიონებს შორის კონკურენციის გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა