logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ მაგისტრატურა 2019 წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ მაგისტრატურა 2019 წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა
11:29 13.09.2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ მაგისტრატურა 2019 წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა მაგისტრებს უნივერსიტეტის დამთავრება.

„წლევანდელი მაგისტრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მრავალრიცხოვან არმიას შეუერთდნენ. იმედი მაქვს, ისინი მომავალშიც დაკავშირებული იქნებიან და არ დაკარგავენ კონტაქტს დედა უნივერსიტეტთან“-განაცხადა რექტორმა. ღონისძიებას აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფაკულტეტების წარჩინებულ სტუდენტებს სპეციალური საჩუქრები და სერტიფიკატები საზიმოდ გადაეცათ.

სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული თამარ მელაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 6 წელი სწავლობდა და ბაკალავრისა და ახლა უკვე მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. „აქ გატარებული 6 წლისთვის ჩვენი პროფესორები ძალიან დიდ მადლობას იმსახურებენ სტუდენტებისგან იმ ცოდნისა და სამომავლო პერსპექტივებისთვის, რომელიც ჩვენ მოგვცეს, თუნდაც ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაგისტრატურის საფეხურზე. ჩემთვის უნივერსიტეტელობა დიდი პატივია და ვეცდები, რომ ეს წოდება ბოლომდე შევინარჩუნო", - განაცხადა წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა.

მაგისტრატურის გამოშვების ღონისძიება სადღესასწაულო ფოიერვერკით და კონცერტით დასრულდა. კურსდამთავრებულთათვის ბენდი „New One“ და DJ Machaidze უკრავდნენ.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1996 წლიდან დაიწყო. მაგისტრატურის პირველი გამოშვება თსუ-ს 1998 წელს ჰყავდა. მაგისტრის ხარისხი ამ ხნის განმავლობაში 15 500-ზე მეტ კურსდამთავრებულს მიენიჭა.

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა