logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
განათლების სამინისტრო: მიხეილ ბატიაშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის არც ერთი პუნქტი სიმართლეს არ შეესაბამება
განათლების სამინისტრო: მიხეილ ბატიაშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის არც ერთი პუნქტი სიმართლეს არ შეესაბამება
16:14 12.09.2019
„ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია, თითქოს მიხეილ ბატიაშვილის მიერ მინისტრობის პერიოდში შეძენილია ორი ძვირადღირებული ავტომობილი სრული სიცრუეა!“-ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მინისტრის დისკრედიტაციას.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მისი მინისტრობის პერიოდში არცერთი ავტომანქანა არ ყოფილა შეძენილი.

მინისტრის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ბატიაშვილმა „ლენდ როვერ რანჯ როვერ ველარი“ შეიძინა მისი კერძო სექტორში მოღვაწეობის დროს, 2018 წლის 22 მარტს. საფასურის გადახდა მოხდა იმავე დღეს, რაც დასტურდება სასესხო ხელშეკრულების გადარიცხვის დოკუმენტით - გადახდილ იქნა 82 115 ლარი კრედიტით და 59 700 ლარი კერძო დანაზოგიდან, რომელიც მას ასევე ბიზნესში მოღვაწეობის პერიოდში ჰქონდა (აღნიშნული ფაქტებიც ასახულია დეკლარაციაში).
ასევე, სტატიაში მოხსენიებული მეორე მანქანა, რომელსაც ბატიაშვილი წლების განმავლობაში ფლობდა, მეუღლეს მინისტრობამდე, 2018 წლის ივნისში აჩუქა. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია საშემოსავლო გადასახადიც.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციის არც ერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს!

ამ განცხადების გავრცელებამდე, სამინისტროს პრეს-სამსახურმა სააგენტოს სრული ინფორმაცია მიაწოდა სტატიაში მოცემული არასწორის ფაქტების შესახებ. სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია სტატიის ბოლოს, მხოლოდ შენიშვნის სახით დაამატა. ამის მიუხედავად, სტატია და მისი სათაური მაინც ემსახურება სიცრუის ტირაჟირებას“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა