logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი იქნება
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი იქნება
14:49 09.09.2019
ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა გერმანელ პროფესორებთან როგორც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან. მათ დიდი სურვილი გამოთქვეს და ძალიან აქტიურად იქნებიან ჩართულნი ქუთაისის ახალი უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში, ისინი წაიკითხავენ ლექციებს და ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევით პროცესში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ,,იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრები გაგრძელდება ევროპის სხვა ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების, ცნობილი უნივერსიტეტების წამყვან პროფესორებთან, რომლებიც ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ ქუთაისის ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველი მიღება სამ სპეციალობაზე იქნება - მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. წლების განმავლობაში უკვე სხვა სპეციალობები დაემატება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც იქნებიან ჩართულნი. შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა გერმანელ პროფესორებთან, როგორც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან. მათ გამოთქვეს დიდი სურვილი და აქტიურად იქნებიან ჩართულნი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში , ისინი წაიკითხავენ ლექციებს და ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევით პროცესში . რაც შეეხება ლექციების წაკითხვას, ლექციებს გერმანელი პროფესორები წაიკითხავენ როგორც აუდიტორიებში ასევე ონლაინის მეშვეობით. ჩვენ შეხვედრები გვექნება ასევე, ევროპის სხვა ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების ცნობილი უნივერსიტეტების წამყვან პროფესორებთან, რომლებიც ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის უნივერსიტეტი, ძალიან მაღალი დონის უნივერსიტეტი, სადაც იქნება მაღალ დონეზე აყვანილი, როგორც ლექციები და სწავლების პროცესი, ასევე სამეცნიერო კვლევითი პროცესი”,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი კავკასიის რეგიონში. ევროპული სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცევა, ამისთვის უნივერსიტეტის მენეჯმენტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.



ქუთასისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების იდეა , ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და მის მშენებლობას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ” სრულად აფინანსებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა