საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო დღეს სემინარს გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" ჰერალდიკის საბჭოდან აცნობეს, სემინარი თემაზე "საქართველოს თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სიმბოლიკა" ჩატარდება.
სემინარს დასავლეთ საქართველოს იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და სიმბოლიკის შემმუშავებელი კომისიის ხელმძღვანელები დაესწრებიან, რომელთაც ჯერ არ აქვთ სიმბოლიკა.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სემინარი ქუთაისში იგეგმება.

















