logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
14:53 07.09.2019
ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) სკოლის მოსწავლე ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით საწყის ცოდნას დაეუფლება. ბანაკის ორგანიზატორების განცხადებით, ეს მოსწავლეებს დაეხმარებათ STEAM მიმართულებით კარიერის არჩევაში.

ბანაკის გახსნის ღონისძიებას დღეს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

თავის გამოსვლაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსგავსი სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე მომავალი თაობისთვის. მისი თქმით, ბანაკის ჩატარების მიზანია, მოსწავლეებმა მიიღონ საწყისი ცოდნა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში. ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, ასეთ ღონისძიებებს ექნება რეგულარული ხასიათი, რადგან მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა განათლების განსაკუთრებული ხელშეწყობა და სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, 7 დღის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ პროგრამირებაზე, მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე, გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში და ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს.

მისივე თქმით, ბანაკში მონაწილეობა უფასოა, მონაწილეები შეირჩევიან STEAM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე. ბანაკში სრულად უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება, კვება, განთავსება და ბანაკის პროგრამული ნაწილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა