logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული
5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული
10:55 06.09.2019
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე რთველის მიმდინარეობას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაეცნო და რამდენიმე ისეთ მცირე მარანს ესტუმრა, რომლებიც ახლა იწყებენ ღვინის წარმოებასა და ბაზარზე რეალიზაციას.

სიღნაღში, სოფელ ძველ ანაგაში მარანი „ანაგურელი“ წელს პირველ მოსავალს გადაამუშავებს.

„ანაგურელი“ ისტორიული მარნის რესტავრაციის შედეგად გაიხსნა და მასში ასწლოვანი ქვევრებია განთავსებული. ყურძნის გადამამუშავებელი მოწყობილობები მარანმა ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. მარანში ამჟამად შესაძლებელია 80 ტონა ყურძნის გადამუშავება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ნასრაშვილების მარანი“ მეორე წელია რთველს ატარებს და წელს ღვინის ექსპორტს უკვე ევროპის მიმართულებით გეგმავს. „ნასრაშვილების მარანში“ ღვინოს აყენებენ როგორ ტრადიციული ქართული, ისე კლასიკური მეთოდით. ორივე მარანი როგორც საკუთარ ვენახში მოწეულ, ასევე მევენახეებისგან შეძენილ იშვიათი ჯიშის ყურძენს გადაამუშავებს და საექსპორტო ბაზრების ათვისებასთან ერთად, ორიენტირებულები არიან ღვინის ტურიზმის განვითარებაზე.

დავით ტყემალაძის განცხადებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით მცირე მარნების რაოდენობა კახეთის რეგიონში ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა და ამჟამად მარტო კახეთში 500-ზე მეტს ითვლის, რაც მიანიშნებს რომ მეღვინეობის ინდუსტრია სწორი მიმართულებით ვითარდება, ევროპის განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების მაგალითზე.

„2019 წლის ივნისის ბოლოდან განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირებას და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინს კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა, ამის მიუხედავად, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროსთან და მეღვინეობის ინდუსტრიასთან ერთად იმუშავა, რომ მოსახლეობას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნოდა და რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე დაწყებულიყო. რთველი კახეთში პიკურ ფაზას დაახლოებით ერთ კვირაში მიაღწევს“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.

წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა