დღეს, გონიო-აფსაროსის ციხეში, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის
ფარგლებში ელისო ბოლქვაძე Art-ბანაკის მონაწილეებს  შეხვდა და ახალგაზრდებს მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტებზე ესაუბრა.
ახალგაზრდებმა ასევე  მოისმინეს ინფორმაცია გონიოს ციხის ისტორიის შესახებ. გაეცნენ რომაელი ჯარიკაცის საბრძოლო აღჭურვილობას და იარაღებს, მათ ყოველდღიურ საქმიანობას, სამხედრო-ტაქტიკურ წყობას და ძირითად საბრძოლო მანევრებს. დაათვალიერეს მუზეუმი და რომაული სამხედრო-საბრძოლო მანქანები.
Art-ბანაკი 1-10 სექტემბრის ჩათვლით იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 200-მდე ახალგაზრდა იღებს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მცირე სკოლების მოსწავლეები. 
 
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












