logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: აგროდაზღვევა არის ინსტრუმენტი, რომლითაც სოფლის მეურნეობა უფრო პროგნოზირებადი, ხოლო დარგში ინვესტიციის განხორციელება მიმზიდველი ხდება
ლევან დავითაშვილი: აგროდაზღვევა არის ინსტრუმენტი, რომლითაც სოფლის მეურნეობა უფრო პროგნოზირებადი, ხოლო დარგში ინვესტიციის განხორციელება მიმზიდველი ხდება
09:41 06.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და წარმატებაზე ისაუბრა.

„აგროდაზღვევა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა, ხოლო დარგში ინვესტიციის განხორციელება უფრო მიმზიდველი.

საქართველოში სოფლის მეურნეობა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რისკის შემცველი დარგია, შესაბამისად, აგროდაზღვევის გარეშე, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა რთული იქნებოდა. აგროდაზღვევის ქართული მოდელი წარმატებულია, თუმცა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწას. ამ კუთხით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ორ დონიანი სადაზღვევო სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მოხდეს ფერმერებისთვის მოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯის ანაზღაურება. ეს, ხელს შეუწყობს, პროგრამაში კიდევ უფრო მეტი ფერმერი ჩაერთოს. შედეგად, ჩვენ შევძლებთ გავაიაფოთ სადაზღვევო პრემია. არსებული სქემითაც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ, 100 ლარის სადაზღვეო პრემიაზე, 103,8 ლარსი ანაზღაურება მოდის, რაც სადაზღვევო პროგრამის ეფექტიანობას აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ ანაზღაურებული თანხა, სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხას აღემატება. ამ შემთხვევაში, არ შედის ადმინისტრირების ხარჯები, რომელიც სადაზღვევო პრემიის დაახლოებით 25 %-ია. სახელმწიფოს ხარჯი ბევრად მეტი იქნებოდა, ადმინისტრირება კერძო სადაზღვევო კომპანიების ნაცვლად რომ განეხორციელებინა. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სექტორული პროგრამების მიმდინარეობაზე.

,,სამინისტრო გააგრძელებს მრავალწლიანი კულტურების საგრანტო თანადაფინანსების მიმდინარე პროექტებს, რომლებიც უკავშირდება ჩაის სექტორის განვითარებას, ასევე იმერეთის რეგიონში ბოსტნეულის წარმოების ხელშეწყობას. საპილოტე რეჟიმში განხორციელდა, მოსავლის ამღები ტექნიკის გრანტის სახით თანადაფინანსება. აღნიშნულ პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება. საგრანტო დახმარება ყველა ტიპის მექანიზაციაზე გავრცელდება, განსაკუთრებით მცირე გაბარიტიან აგროტექნიკაზე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან.

გაგრძელდება მეფუტკრე ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დახმარება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ტექნიკური და ექსპერტული მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ვიწყებთ კომპლექსურ მიდგომას მეცხოველეობის მხარდასაჭერად.

შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, აღნიშნულ სექტორში, ჩვენ არ გვქონდა საგრანტო
ინტერვენციები. რამდენიმე წლის განმავლობაში, ვმუშაობდით დონორ პარტნიორებთან, კერძოდ, IFAD-თან და USDA-სთან, რომლებმაც საქართველოში დაიწყეს ჯამში 36-მილიონიანი პროექტების განხორციელება. პროექტები ითვალისწინებს ფერმერების გადამზადებას, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსებების განხორციელება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა