კახეთის რეგიონი სტიქიამ კვლავ დააზარალა. წუხელ გურჯაანის რაიონში ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა მოსავალი
გაანადგურა, ხოლო საცხოვრებელ სახლებს სახურავები აქვს გადახდილი.
გურჯაანის გარდა სტიქიამ ყვარლის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს რაიონები დააზარალა. დატბორილია სახლები და მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.
ამ დროისთვის, კახეთში მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბატალიონი და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც ადგილობრივებს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ეხმარებიან.

















