logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„თეგეტა მოტორსი“ „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში პერსონალური მენეჯერის მომსახურებას გთავაზობთ
„თეგეტა მოტორსი“ „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში პერსონალური მენეჯერის მომსახურებას გთავაზობთ
14:28 05.09.2019
„თეგეტა მოტორსი“ - კომპანია, რომელიც მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და სთავაზობს მათ სერვისებს, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ საქართველოში, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ „თეგეტა კომფორტი“.

თუ გადატვირთული გრაფიკის გამო, ავტოსერვისში მისვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით ისარგებლოთ, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე.

„თეგეტა მოტორსი“ „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი და აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია.

პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ.

„თეგეტა კომფორტი“ აერთიანებს 5 სერვისს: კომფორტ მომსახურება - გულისხმობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას და სრულ ავტოსერვისს; აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურება - თეგეტას პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას და მონტაჟს; ავტომობილის ჩანაცვლება - სერვისის სარგებლობისას, თქვენ შეგიძლიათ, იქირაოთ ალტერნატიული ავტომობილი, ვიდრე თქვენი ავტომობილი შეკეთდება; ავტომობილის დაქოქვა - თუ მოულოდნელად ავტომობილი ვერ დაქოქეთ, შეგიძლიათ, გამოიძახოთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში; ადგილზე ვულკანიზაციის სერვისი - თუ თქვენი ავტომობილის საბურავი მოულოდნელად დაზიანდა, თქვენ კი საბურავის გამოსაცვლელად საჭირო ხელსაწყოები არ მოგეპოვებათ, ან უბრალოდ არ იცით, როგორ შეცვალოთ საბურავი, გამოიძახეთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი და ის დაგიმონტაჟებთ სათადარიგო საბურავს.

თეგეტა ერთგულ მომხმარებლებს, ასევე, სთავაზობს TEGETA CARD-ს (CLASSIC, SILVER და GOLD), რომელიც წარმოადგენს ლოიალობის ბარათს და რომლის მეშვეობითაც თეგეტა მოტორსის ქსელში ნებისმიერი პროდუქტის და სერვისის შეძენისას დახარჯული თანხის ნაწილი, ქულების სახით დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. დაგროვებული ქულებით შეგიძლიათ ჩაერთოთ სხვადასხვა ტიპის აქციებში ან შეიძინოთ პროდუქცია თეგეტას ქსელში. ბარათი კლასიკის აღება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს სრულიად უფასოდ და მისი მფლობელები მიიღებენ 10%-იან ქეშბექს, ვერცხლის ბარათი მომხმარებელს გადაეცემა 500 ლარის დანახარჯის შემთხვევაში და მისი მფლობელები მიიღებენ 15%-იან ქეშბექს, ხოლო ოქროს ბარათი გადაეცემა 1 500 ლარის შენაძენზე და მისი მფლობელები მიიღებენ 20%-იან ქეშბექს.

თეგეტა ქარდის მფლობელებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ თეგეტას ონლაინ სერვისით - „ჩემი ავტომობილის ისტორია“, რომელიც წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას „თეგეტა მოტორსის“ საცალო და კორპორაციული კლიენტებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ, თვალყური ადევნონ და ანალიზი გაუკეთონ „თეგეტა მოტორსში“ თავიანთ დანაზოგებსა და ხარჯებს, ასევე, ონლაინ მიიღონ შეხსენებითი შეტყობინებები მათი ავტომობილისთვის საჭირო სერვისების შესახებ. mycarhistory.ge-ზე შესრულებული ყოველი ოპერაცია, ავტომატურად ინახება „ჩემი ავტომობილის ისტორიის“ ვებპლატფორმაზე. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და თითოეულ მომხმარებელს მასზე წვდომა მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემდეგ ექნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა