სამტრედიაში, ნავთობბაზაზე, გაჩენილი ხანძარი სს "საქართველოს რკინიგზის" საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით ლიკვიდირებულია!
რკინიგზის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი.ხანძრის ლოკალიზებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სს "საქართველოს რკინიგზის" საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის კერების გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილით მოხდა - საწვავით სავსე, 1000 ტონიან რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. არსებობდა ხანძრის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხეც.

















