განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის
კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სპორტის საკითხებსაც შეეხო.
ბატიაშვილის თქმით, მომავალ წელს უწყების მთავარი გამოწვევა მასობრივი სპორტის ხელშეწყობა იქნება.
„ჩვენ მომზადებული გვაქვს მასობრივ სპორტში ჩართულობის გეგმა, რომელიც პრემიერ- მინისტრთან კორდინააციით შევიმუშავეთ. ვფიქრობთ, ახალ კონცეფციას ძალიან მალე წარმოვადგენთ. აქ ვსაუბრობდით ჯანდაცვის დაფინანსებაზე, მასობრივი სპორტიც ჯანსაღი ახალგაზრდობის და მომავალი თაობების ჯანმრთელობის საწინდარია და მას ალტერნატივა არ აქვს. ახალი მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრთან კოორდინაციით, ჩვენ სტარტეგიას შევაჯერებთ მთავრობასთნ, რადგან ეს არის საკმაოდ მოცულობითი პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს.
წელს გარღვევა მოვახდინეთ პედაგოგების პირობების გაუმჯობესების კუთხით და ეს უდიდესი გამოწვევა იყო, ვფიქრობ, ასევე მომავალ წელს ჩვენი მთავარი გამოწვევა მასობრივი სპორტის ხელშეწყობა იქნება.
ამჟამად ნამდვილად სავალალო მდომარეობაშია ჩვენი სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტუტრა, მეტი დახმარება სჭირდებათ ფიზკულტურის პედაგოგებს, ამიტომ თუ რაიმე ინოვაციური არ შევიტანეთ ამ პრობლემის გადაწყვეტაში, წლები მოვუნდებით მის გადაწყვეტას. ჩვენ ამ მიმართულებით უდიდესი გამოცდილების მქონე კომპანიებთან, კერძოდ ესპანელებთან ვმუშაობთ და იმედია, შედეგიც გვექნება. გვჯერა, რომ ასეთ გეგმას ერთობლოვად დავდებთ და განხორცილებასაც მალე დავიწყებთ“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

















