საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის
კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მეცნიერების განვითარების საკვანძო საკითხებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„სექტემბერში საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში - EURAXESS-ში გაწევრიანდება. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაცია EURAXESS -ში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, რის შედეგადაც ქართული მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქართველ მეცნიერს და ინსტიტუციას პირდაპირი წვდომა ექნება 15000-ზე მეტ ორგანიზაციასთან და შესაძლებლობა მიეცემათ ევროპულ სივრცეში არსებული მრავალმხრივი შესაძლებლობებით ისარგებლონ. საქართველომ ყველა ის პირობა და სტანდარტი დააკმაყოფილა რასაც EURAXESS“-ის წევრობა მოითხოვდა და დღეს შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ქართველი მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო. EURAXESS“-ის კვლევით პროექტებში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი იხარჯება. ეს ყველაფერი კი უკვე გახსნილი იქნება ქართველი მეცნიერებისთვის და ინსტიტუციებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

















