დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან
14:00 საათამდე წერეთლის გამზირის ნაწილს, აგლაძის, ხოშარაულის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენეგია 10-დან 16:00 საათამდე გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონებს, გლდანის ხევის დასახლებას, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ხევძმარის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 18:00 საათამდე საბურთალოს და მიმდებარე ქუჩებს, კახეთის გზატკეცილს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, ქინძმარაულის ნაწილს, კაიროს, ჯავახეთის, ბაბუციძის, მოსკოვის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენლექტროენერგია ღრმაღელის, გვაზაურის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
11-დან 17:00 საათამდე კი, შუქი დაბა კოჯრის ნაწილს, აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, უზნაძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

















