logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ჰოლივუდის ვარსკვლავი, თემო მელიქიძე ლუდსახარშ "ზედაზენში" ლუდის წარმოების პროცესს გაეცნო
ჰოლივუდის ვარსკვლავი, თემო მელიქიძე ლუდსახარშ "ზედაზენში" ლუდის წარმოების პროცესს გაეცნო
10:46 04.09.2019
ჰოლივუდის ქართველი ვარსკვლავი თემო მელიქიძე სს "ქართული ლუდის კომპანიის" საწარმოს სტუმრობდა.

თემო მელიქიძე ლუდსახარშ "ზედაზენში" ლუდის წარმოების პროცესს გაეცნო და ადგილზე დააგემოვნა "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ წარმოებული პროდუქცია. მსახიობმა Instagram-ის პირად, ოფიციალურ გვერდზე, ლუდსახარშში სტუმრობის ვიდეოები მრავლად ატვირთა და წარმოების პროცესის მიმართ არც მოწონებისა და აღფთოვანების ეპითეტები დაიშურა.

"მე არასდროს ვსვამ, მაგრამ როცა ვსვამ, ვსვამ ნამდვილს“ - დაწერა თემო მელიქიძემ Instagram-ში.

„თემო მელიქიძე 2 წლის წინ ლოს ანჟელესში პირადი ვიზიტისას გავიცანი, სადაც პოლიციელთა შორის მსოფლიო ოლიმპიადა ტარდებოდა და რომ გაიგო ოლიმპიადაში ქართველი პოლიციელები მონაწილეობდნენ ჩვენთან მოვიდა. ოლიმპიადის გახსნის დღიდან გვერდიდან არ მოგვშორებია და სულ ცდილობდა ჩვენს დახმარებას, გამხნევებას. როდესაც გავიგე, რომ თემო მელიქიძე საქართველოში იყო, დავურეკე, მოვიკითხე და ზედაზენში „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოში დავპატიჟე.

მინდოდა თემოს ენახა, მის სამშობლოში როგორი წარმოებაა, რა პირობებში მზადდება ქართული პროდუქცია და რომ ხარისხით ის არც ევროპაში და არც ამერიკაში წარმოებულ ლუდებს არ ჩამოუვარდება. მინდოდა ამერიკაში დაბრუნებულს ეამაყა, რომ საქართველოში ხარისხს დიდ პატივს სცემენ და რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა. თანამედროვე და უახლოესი სტანდარტების დანერგვა „ქართული ლუდის კომპანიის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით კომპანიის მენეჯმენტმა ბევრი რამ გააკეთა და სამომავლოდაც ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ჩვენთვის სასიხარულოა საწარმოში გამორჩეული ადამიანების სტუმრობა, მით უმეტეს თუ ისინი საზღვარგარეთ საქართველოს ერთგვარი ელჩები არიან და ქვეყნის პოპულარიზაციასა ეწევიან“ - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხათუნა მიქაცაძე.

“სს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე რამდენიმე წლის უკან აშშ-ში, ლოს ანჟელესში გავიცანი. საქართველოში ყოფნისას მან საწარმოში დამპატიჟა და მოწვევა მივიღე. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

საწარმო თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი და წარმოდგენაც არ მქონდა თუ საქართველოში მსგავსი მაღალი დონის წარმოებები არსებობდა. ამიერიდან თამამად შემიძლია ვიამაყო, რომ საქართველოში და კონკრეტულად "ქართული ლუდის კომპანიაში წარმოებული პროდუქცია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია. მე პირადად ლუდის მოყვარული არ ვარ და სტუმრად ყოფნისას რამდენიმე ბრენდის ლუდი დავაგემოვნე. გემური თვისებებით ლუდი "ზედაზენი" ძალიან მომეწონა.

საქართველოში არ ვცხოვრობ და მიმდინარე სოციალურ თუ ეკონომიკურ პროცესებს თვალს ვერ ვადევნებ, თუმცა ლუდსახარშ "ზედაზენში" სტუმრობის შემდეგ მივხვდი, რომ ქართულმა ბიზნესმა მიაღწია იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია მაღალი ხარისხისაა, რაც საბოლოო ჯამში, უცხოურ ბაზრებზე, მასზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.

საქართველოში ყოფნისას თითქმის ყველა კუთხე მოვიარე და მივხვდი, რომ საქართველოში ბევრი ისეთი სანახაობაა, რომლის მსგავსი სხვაგან არ შეგხვდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩავერთო პროექტში Spend Your Summer in Georgia და მოვუწოდო ჩემს უცხოელ მეგობრებს, რომ მომავალი ზაფხული დაგეგმონ ისე, რომ საქართველოს ეწვიონ და სწორედ ჩემს სამშობლოში დაისვენონ. სადაც ლამაზ ბუნებასთან ერთად უგემრიელესი კერძები და რაც მთავარია უგემრიელესი ლუდი "ზედაზენი" დახვდებათ” - აცხადებს მსახიობი თემო მელიქიძე.

ცნობისათვის, თემო მელიქიძის ოჯახი საქართველოდან ბელგიაში ქალაქ ბრუგეში საცხოვრებლად 21 წლის წინ გადავიდა. თავად თემო კი 2016 წელს ბრუგედან ლოს ანჯელესში ჩავიდა, სადაც ბედმა მალევე გაუღიმა და ერთ-ერთი საინტერესო ბლოკბასტერის მონაწილე გახდა.

თემო მელიქიძე ფილმში „პატრიოტის დღე“ აღსანიშნავია, რომ "პატრიოტის დღე" 2016 წელს შექმნილ ფილმების საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამის შემდეგ იყო ბევრი საინტერესო როლი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა