logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა ღონისძიებები კვლავ აქტიურად უნდა გაგრძელდეს
ლევან დავითაშვილი: ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა ღონისძიებები კვლავ აქტიურად უნდა გაგრძელდეს
15:48 30.08.2019
საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების სამეცნიერო მისიის შედეგები შეაჯამეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეცნიერო მისიის წევრებთან ერთად, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები განიხილა და მიღწეული შედეგები შეაფასა.

ლევან დავითაშვილმა, მავნებელთან ბრძოლის პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მეცნიერებს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა.

„მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგებისა და მცენარეთა დაცვის სპეციალისტების შეფასებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები წარმატებულია და რეალური პროგრესიც სახეზეა. თუმცა, მეცნიერებთან ერთად ვთანხმდებით, რომ ღონისძიებები კვლავ უნდა გაგრძელდეს. სასურველი შედეგის მიღწევამდე, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება, თუმცა, ამ ეტაპზე, ძირითადი მიზანი - გადაგვერჩინა მოსავალი, ძირითად კულტურებში უკვე მიღწეულია. მნიშვნელოვანია, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საველე ღონისძიებები წლის ბოლომდე აქტიურად განხორციელდეს, რათა მომავალი სეზონისთვის მოსალოდნელი ზარალის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს" , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისიის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო შეიძლება გახდეს.

„საქართველოში, ჩვენ ადგილზე გავეცანით იმ საოცარ შედეგებს, რომელსაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. წინა წლებისგან განსხვავებით, ეს ვიზიტი ნამდვილად გამორჩეულია, რადგან სახეზეა ჩვენი თანამშრომლობის შედეგი, ჩვენ ვნახეთ რეკორდულ დროში მიღწეული წარმატება. წელს, თხილის ხარისხი გაუმჯობესდა და შესაბამისად, მოიმატა მისმა ფასმა. ეს, კი ადგილობრივი ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ პროცესებში საქართველოს პარტნიორები ვართ", - განაცხადა სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა, ბილ ლინგრენმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ერთკვირიანი სამეცნიერო მისიის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები და მცენარეთა დაცვის სპეციალისტები დასავლეთ საქართველოში ადგილზე გაეცნენ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს, საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს თხილის ნარგავები და ფერმერებს შეხვდნენ.

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ვიზიტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა