logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქედაში მცხოვრებ ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროექტები გააცნეს
ქედაში მცხოვრებ ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროექტები გააცნეს
15:25 30.08.2019
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე დაბა ქედაში, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა აჭარის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

"სოფლის მეურნეობა მეცნიერული კვლევების და ანალიტიკის გარეშე შეუძლებელია განვითარდეს, ამიტომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ მეცნიერების წარმატებული საქმიანობის გაზიარება და ამ მაგალითებზე სამომავლო აქტივობების განხორციელება. დღეს ფერმერებთან ერთად განვიხილავთ აჭარაში სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებს. აქ გვესწრება როგორც მეცხოველეობის ფერმერული მეურნეობების, ასევე საოჯახო მარნების წარმომადგენლები, ასეთი ინტერაქტიული რეჟიმის შეხვედრები ორივე მხრისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცხოველეობის დარგში არსებულ პრობლემებს, მსხვილფეხა პირუტყვის ძირითად დაავადებებს, ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის გენოფონდის შენარჩუნების გზებს, აზური ფაროსანას, თხილისა და ვაზის სხვა მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივ მოსახლეობას აჭარის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისა და რეგიონში სუბტროპიკული კულტურების გავრცელების შესაძლებლობებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

"აჭარა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია, სადაც ჩაის და სუბტროპიკული კულტურების გარდა სხვა კულტურებიც არის გავრცელებული. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში მრავალ პროექტს ახორციელებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ პროექტების ფერმერებისთვის გაცნობა და მათი ინფორმირებულობა“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

ადგილობრივ ფერმერებს დაურიგდათ სოფლის მეურნეობის კულტურების მოვლა-მოყვანის კუთხით მომზადებული თემატური ბროშურები.

ლევან უჯმაჯურიძემ ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცა საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის ძირითადი დაავადებათა გავრცელების რუკა და სავეტერინარო პარაზიტოლოგიურ ტერმინთა ლექსიკონი, რომელიც ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზეა შემუშავებული.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღუარას და წილკნის საცდელ-სადმონსტრაციო ბაზებზე წარმოებული პროდუქციის გამოფენა და იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა