საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იმ ბეჭდური გამოცემების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც „საარჩევნო
პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების თანახმად, მონიტორინგს დაექვემდებარნენ.
კომისიის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, საარჩევნო პროცესში 50 დღის განმავლობაში, კომისია ზედამხედველობას შემდეგ ბეჭდურ გამოცემებს გაუწევს - „ეგრისის მაცნე“; „გურჯაანი“; „გაზეთი ბოლნისი“; „პრო–არტი“; „მოდინახე“; „ენციკლოპედია ქუთაისი“; „ლიტერატურული მესხეთი“ (ადიგენი); „ჩემი აფხაზეთი“; „ბიულეტენი“; „ვრასტანი“; „გურჯისტანი“; „ონი News“ და “ახალი ხარაგაული”.
მონიტორინგს ასევე, გაზეთები - „ლიტერატურული მესხეთი“ (ახალქალაქი), „გურიის მოამბე“, „ალიონი“, „ყაზბეგის მაცნე“, „კოლხეთი“, „ბახტრიონი“, „თერჯოლა“, „ხობის მოამბე“, „სამტრედიის მაცნე“ და „ზესტაფონის მოამბე“ დაექვემდებარა.
კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს საჯარო სხდომაზე „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილება დამტკიცდა. დადგენილების თანახმად, მონიტორინგი იმ გაზეთებზე გავრცელება, რომლებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდებიან.

















