საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „უსაფრთხო სკოლის პროგრამის“ ფარგლებში მანდატურის ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი მანდატურის პოზიციაზე მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს რაიონების სკოლებში ცხადდება.
კანდიდატის ასაკი 20 წლიდან იწყება. მას უმაღლესი ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და კომპიუტერული უნარ-ჩვევები მოეთხოვება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა ონლაინ-აპლიკაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეავსონ.
აღნიშნულ თანამდებობას კანდიდატები ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით დაიკავებენ.

















