1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტმა უზენაესი კანონი - კონსტიტუცია
მიიღო.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები.
პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება პირველ კონსტიტუციასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფოტოკოლაჟი. ასევე 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები.

















