ყვარელში, სოფელ ახალსოფელთან გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ.
პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და 250-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი თუ სატყეო სამსახურის წარმომადგენელი.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგან 10 ჰექტარი მიწა დაიწვა.
რთული რელიეფის გამო, ვერ ხერხდება ადგილზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზება.
ფოთლოვან ტყეს გუშინ დღის მეორე ნახევარში გაუჩნდა ცეცხლი.

















