logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს
სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს
17:32 21.08.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

მხარეებმა გერმანიაში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სურსათის უვნებლობის კუთხით რისკის შეფასების ძლიერი ქსელის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ორი ინსტიტუტის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სისტემის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას და, შესაბამისად, ორივე ქვეყანაში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში ჩამოყალიბდება ინფორმაციის გაცვლის და კომუნიკაციის მექანიზმი, შემუშავდება ახლი პროგრამები და მოხდება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ასევე დაგეგმილია ერთობლივი სემინარების და ტრენინგების გამართვა.

„მნიშვნელოვანია საქართველოში ქიმიური, მიკრობიოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევების განვითარება, როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის რისკის შეფასების მიმართულებით. გერმანელი კოლეგების გამოცდილება დაგვეხმარება საქართველოში აღნიშნული სფეროების გაძლიერებაში“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტში, ლევან უჯმაჯურიძე შეხვდა BfR-ის პრეზიდენტს, ანდრეას ჰენზელს, აღამსრულებელ დირექტორს, მაგნუს იეგერს და გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს რეგიონალურ დირექტორს, შტეფან ჰუბნერს. მხარეებმა ისაუბრეს სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით კვლევების გაფართოების აუცილებლობაზე. როგორც შტეფან ჰუბნერმა აღნიშნა, საქართველოსთვის სურსათის უვნებლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, როგორც ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა