logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ბლექ სი არენა”-ს ტერიტორიაზე სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქციისა და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი
„ბლექ სი არენა”-ს ტერიტორიაზე სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქციისა და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი
13:11 21.08.2019
სს "ქართული ლუდის კომპანია" Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია.

თანამშრომლობის ფარგლებში „ბლექ სი არენა”-ს ტერიტორიაზე სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქციისა და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი, სადაც კონცერტზე დასასწრებად მისულ მაყურებელს ცივი ლუდის, გამაგრილებელი სასმელების დაგემოვნება და ბავშვების გართობა ერთდროულად შეუძლია.

თავის დროზე, სს "ქართული ლუდის" კომპანია ლუდისა და ლიმონათის სეგმენტში პირველი კომპანია იყო, რომელმაც „ბლექ სი არენასთან" თანამშრომლობისა და პროექტ Check in Georgia-ში ჩართვის სურვილი გამოთქვა და მას შემდეგ ამ თანამშრომლობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.

"ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიისთვის" ხარისხი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ „ბლექ სი არენას", სადაც ხარისხიანი ივენთების ორგანიზება ხდება. „ბლექ სი არენას" ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი სტუმრობდა და ვარსკვლავთ ცვენა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენთვის საამაყოა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორობა. მით უფრო, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების მხარდაჭერით, მინიმუმ, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლასაც ვუწყობთ ხელს, რადგანაც ამა თუ იმ მნიშვნელოვანი კონცერტის დასასწრებად „ბლექ სი არენას" უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც სტუმრობენ", აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.

შეგახსენებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიისა“ და „ბლექ სი არენას” ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შეკვეთილში უკვე გაიმართა Black Eyed Peas-ის, Jessie J-ს, Thirty Secodns To Mars-სა და სხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტები.

"ბლექ სი არენასთვის" ხარისხი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მსმენელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, როგორც მუსიკალური მიმართულებით, ასევე ორგანიზების კუთხით. ამ კონტექსტში სს "ქართული ლუდის" კომპანიასთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს "ბლექ სი არენას" სტუმრებს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ. ძალიან გვიხარია, რომ ეს თანამშრომლობა უკვე ბევრ ღონისძიებას ითვლის და ვფიქრობთ ამ ტრადიციას მომავალშიც წარმატებულად გავაგრძელებთ", - აცხადებს „ბლექ სი არენას” მარკეტინგის და ღონისძიებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეზი ხუნწელია.

მაშ ასე, არსებული საკონცერტო კალენდრის მიხედვით, წლის ბოლომდე „ბლექ სი არენაზე" დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

23 აგვისტო - აიდა ( Arena Di Verona-ს დადგმა);
25 აგვისტო - ოპერა გალა;
1 სექტემბერი - ჩხიკვთა ქორწილი;
7 სექტემბერი - ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის გახსნა;

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა