ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი სამსახურიდან მისი გათავისუფლების
შესახებ დღეს არხის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმიანება.
„19 ივლისიდან გეუბნები წასული ვარ-თქო და დღეს მოყევი ბრიფინგზე გათავისუფლებულიაო?
შემდეგი სერიაც ხომ ვიცი რა იქნება“-წერს გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დრეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, არხის რამდენიმე სახე და პროდიუსერი სამსახურიდან გაათავისუფლა.

















