logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დედაქალაქში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დედაქალაქში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
11:28 19.08.2019
თბილისის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ხიდზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

როგორც მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაციის შემდეგ საჭირო გახდა ხიდის მოწესრიგება.

„ვინც ავტომანქანით გადაადგილდება, დამეთანხმება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბარათაშვილის აღმართი შარშან გავაკეთეთ და გვინდა, მისი გაგრძელებაც მოწესრიგებული იყოს. ამ დროისთვის ხიდის ერთი მხარე ჩაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია. ამაღამ მოვასწრებთ ასფალტის ძველი საფარის მოფრეზვას და ქვედა ფენები მოწესრიგდება. ორივე მხარის მოწყობას 6 დღე დასჭირდება. გარდა ამისა, რამდენიმე დღის განმავლობაში სანაპიროზე, კონკრეტულად იუსტიციის სახლის წინ, მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე, მიმდინარეობდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, კონკრეტული ადგილები იყო ჩავარდნილი და რთული იყო ავტომანქანებით გადაადგილება, ასევე, იყო სანაპიროზე მტკვრის შემოვარდნის პრობლემა. გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა აღარ იყოს. საგზაო ინფრასტრუქტურა ქვედა ფენებში უკვე მოწყობილია მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე და მარიამობის დღესასწაულამდე მთლიანად მოწესრიგდება ყველაფერი - „ამბასადორთან“ ჩამოსასვლელიც და ბარათაშვილის ხიდიც", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბუდაპეშტის ქუჩის სამუშაოები ფაქტობრივად, მთლიანად დასრულებულია, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და განათების ბოძების მონტაჟი, ასფალტის ზედა ფენების დაგება კი რამდენიმე დღეში დაიწყება. რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, უახლოეს დღეებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ვარაზის ხევიდან დაიწყება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა