53-ე სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე სწავლას 77-ე სკოლაში გააგრძელებს.
როგორც "ნიუსპრესს" 77-ე სკოლაში განუცხადეს, მიხეილ ალექსიძე მათთან ირიცხება .
შინაგანაწესის უხეშად დარღვევის გამო, მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში გარიცხეს.
პრეზიდენტმა ალექსიძე პარლამენტში დებატებზე ხულიგნად მოიხსენია, რასაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

















