logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი წერტილები შეირჩევა
საქართველოში ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი წერტილები შეირჩევა
13:21 15.08.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობას შეისწავლიან. სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა და მასში სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, საქაერონავიგაციის წარმომადგენლები შედიან.

საფრენი მოედნების მოწყობის შეფასების პროცესის ფარგლებში, სააგენტოს მიერ, შეირჩევა ყველა ის გეოგრაფიული წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია აეროდრომის მოწყობა და ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიზანშეწონილია არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება. სამუშაო ჯგუფის მიერ, ხდება რელიეფის, არსებული მაღლივი დაბრკოლებების, შეფრენა-გაფრენის ზონებში არსებული შენობა ნაგებობების და გაბატონებული კლიმატური პროცესების (ქარის მიმართულება) შესწავლა.

დღეის მდგომარეობით, უკვე შესწავლილია კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. სპეციალისტების მიერ შეირჩა 57 წერტილი (კახეთი 28; მცხეთა-მთიანეთი 29), მიმდინარე დღეებში კი ჯგუფი ტერიტორიების შესწავლას რაჭაში განაგრძობს.

საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი ყველა წერტილის შესახებ მომზადდება დეტალური დასკვნა და ელექტრონული რუკა, რომელიც საჯაროდ განთავსდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მომზადებულია ცვლილების პროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში, რომლის თანახმადაც ჩნდება საფრენი მოედნის განმარტება. აღნიშნული ცვლილებით, საფრენი მოედნები არ გაივლიან სერტიფიცირების კომპლექსურ პროცესს. მოხდება მხოლოდ მათი რეგისტრაცია, ვერტმფრენის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების გათვალისწინებით.

ვერტმფრენის საფრენი მოედნის მოწყობა და ექსპლუატაცია, აეროდრომისაგან განსხვავებით არ მოითხოვს დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს. ვერტმფრენი, განსხვავებით თვითმფრინავისგან ხასიათდება, რთულად მისადგომ ადგილებზე საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობით და მოქნილობით. საფრენი მოედნის მოწყობა შესაძლებელია ბუნებრივ-საფარიან ზედაპირზეც, სადაც ასევე არ არის საჭირო სამგზავრო ტერმინალისა და სხვა დამხმარე ნაგებობის აშენება.

მთავრობის დავალებით, საფრენი მოედნების მოწყობის შეფასების პროცესში ჩართულები არიან სახელმწიფო რწმუნებულების სამსახურები და შესაბამისი მუნიციპალიტეტები, რომელთაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, წინასწარ ეგზავნებათ კითხვარი, ძველი საფრენი მოედნების იდენტიფიცირებისა და ახალი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა