logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ბაკურიანში 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება, რაც დაახლოებით 20 კმ-მდე ახალ სასრიალო ტრასებს ნიშნავს
ნათია თურნავა: ბაკურიანში 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება, რაც დაახლოებით 20 კმ-მდე ახალ სასრიალო ტრასებს ნიშნავს
14:14 14.08.2019
„მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ, არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენს ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბაკურიანში, სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მშენებლობის დაწყების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფსა“ და საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის გაფორმდა.

მინისტრის განცხადებით, ბაკურიანში მიმდინარეობს აქტიური სამზადისი 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად.

„საქართველოს მთავრობის მიერ უახლოეს წლებში განხორციელდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, განახლდა კოხტა-მიტარბის ინფრასტრუქტურა, საქართველოში პირველად დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების აგრეგატები დიდველზე, ბევრი სხვა რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო დიდი და ამბიციური გეგმები, მათ შორის დღევანდელი პროექტიც, როცა საფუძველი ეყრება ახალ განვითარებას დიდველზე - საერთაშორისო დონისა და სტანდარტების შესაბამისად, კომპანია „დოპელმაიერის“ მიერ აშენდება 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო, რაც ნიშნავს დაახლოებით 20 კილომეტრამდე ახალ სასრიალო-სათხილამურო ტრასებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბაკურიანში ახალი საბაგიროების მშენებლობაზე ხელშეკრულება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფსა“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის გაფორმდა. საბაგიროების მშენებლობა, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდველისა და კოხტაგორის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.

საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩიარად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და მოწვეული სტუმრები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა