logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ბლოქჩეინ სისტემა ეს არის მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას
მიხეილ ბატიაშვილი: ბლოქჩეინ სისტემა ეს არის მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას
13:01 14.08.2019
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, განათლების სფეროში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვის პროექტი ხორციელდება.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბლოკჩეინ-კომპანია "InputOutput HK Ltd"-ს (IOHK) ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები განიხილა.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ხელი მოვაწერეთ ტექნოლოგიების სფეროში ამერიკულ წამყვან კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ მემორანდუმს, რაც გულისხმობს განათლების მიმართულებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვას. დღეს გვსტუმრობდნენ ამერიკელი ექსპერტები, ამ სფეროს სპეციალისტები „კარდანო ჯგუფიდან“, რომლებიც ჩვენს ქართველ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობენ და სექტემბერში უკვე წარმოადგენენ კონკრეტულ სისტემას. სისტემა გულისხმობს სკოლის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების დიპლომებისა და სახელმწიფო სერთიფიკატების გადაყვანას ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. აქტიურად მიდის თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე დავასრულებთ სამუშაოებს, შესაბამისად, მთელი განათლების სისტემის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადაყვანა სრულად განხორციელდება. ეს არის მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირების პროექტი.
პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით ახორციელებს, გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას. სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებელისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება. აღნიშნული პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე განხორციელდება, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის პროცესში და „ციფრულ სამყაროსთან" დაახლოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამგვარად, ქართული განათლების სისტემა მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადადის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა