logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსი ცხადდება
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსი ცხადდება
13:16 12.08.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა, რომელსაც 1981 წელს ჩაეყარა საფუძველი. საქართველო პროექტში 2012 წლიდან მონაწილეობს და იგი სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.

კონკურსის გავლის შემდეგ, შერჩეული წარმომადგენელი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს ატარებს და ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, მოგვიანებით, კანდიდატი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში მონაწილეობს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - 18-დან 25 წლამდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: Curriculum Vitae, მანდატის მიღების შემთხევაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა ინგლისურ ენაზე (17 000 ლარი) და ინგლისურ ენაზე დაწერილი თემა (მაქსიმუმ 500 სიტყვა, ფონტი -ზომა-11;Sylfaen, ხაზებს შორის დაშორება 1) შემდეგ საკითხზე:

The phrase “no one left behind” is in the preamble of the sustainable development goals and is the theme of the first annual high level political forum on sustainable development. What does “no one left behind” mean, and why is it important for Georgia?

განაცხადები მიიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცელარიაში დიმიტრი უზნაძის N52 ნაბეჭდი (ერთი ეგზემპლარი) და ელექტრონული სახით (კომპაქტ დისკი) 2019 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

1. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეფასდებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
2. შერჩეული კანდიდატები გაივლიან კომისიასთან გასაუბრებას. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
3. გასაუბრების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები სიტყვით გამოვლენ (ინგლისურ ენაზე) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამართულ საჯარო ღონისძიებაზე.
4. გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდება 2019 წლის სექტემბერში.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ
პროგრამის Facebook გვერდს - https://www.facebook.com/UNyouthgeorgia
პროგრამის Youtube არხს http://www.youtube.com/user/unyouthdelegatege/videos

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა