დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთში მაია
წყნეთელის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 16:00 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონს, წერეთლის გამზირის ნაწილს არ მიეწოდება.
10-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია კალოუბნის ქუჩას, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, სამღერეთის, ზაქარაიას და თვალჭრელიძის ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს შეეზღუდება.
შეზღუდვა 11-დან 16:00 საათამდე წერეთლის გამზირის ნაწილს და სტანისლავსკის ქუჩას, ხოლო 11-დან 17:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს და უზნაძის ქუჩას შეეხება.
11-დან 17:00 საათამდე შუქი ასევე, სოფელ კიკეთს, ბეთანიას და კოჯორს გაეთიშება.

















