logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ძალიან მალე ქართული ენა ინტეგრირდება Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე
მიხეილ ბატიაშვილი: ძალიან მალე ქართული ენა ინტეგრირდება Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე
11:08 09.08.2019
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვა. ამ მიმართულებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელზე მუშაობა ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს, Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ქართული ენის ინტეგრირებასა გულისხმობს. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა Microsoft-ის ექსპერტთან განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტს, რომელიც შემოდგომიდან განხორციელდება და საშუალო და უმაღლესი განათლების მიმართულებით ხელმისაწვდომი გახდება.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის განათლების კომპონენტად შემოტანა. დღეისათვის დიდი კომპანიები ქართულ ენისთვის „ჩაკეტილია“ - სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის პროექტის განვითარებისთვის დავიწყეთ აქტიური მუშაობა მაიკროსოფტთან. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ქართული ენა ინტეგრირდეს Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველოში განათლების სისტემაში გამოვიყენოთ და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პლატფორმა.“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმამიხეილ ბატიაშვილი: ძალიან მალე ქართული ენა ინტეგრირდება Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე.

ქართული ენის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირება სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად დანერგვას შეუწყობს ხელს და ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს XXI საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით შეაიარაღებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა