logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიუ ჰოსპიტალსში ინსულტის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა
ნიუ ჰოსპიტალსში ინსულტის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა
16:59 07.08.2019
ნიუ ჰოსპიტალსში თრომბოლიზისი წარმატებით ჩატარდა და ინსულტის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.

კონკრეტულად, 28 ივლისს, ფრანგი პაციენტი, ვინჩენცო ფ. იშემიური ინსულტით მოთავსდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინსულტის ცენტრში. პაციენტს აღენიშნებოდა სიმპტომები - გონების კარგვა, სისუსტე მარცხენა კიდურებში, სახის ასიმეტრია და დარღვეული მეტყველება, რაც მას „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებამდე 15 წუთით ადრე განუვითარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის #1117 ბრიგადამ პაციენტი დროულად გადმოიყვანა, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში.

ინსულტის ცენტრში მოთავსებისთანავე, პაციენტს ჩაუტარდა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები და დაენიშნა სისტემური თრომბოლიზისი - ალტეპლაზას გადასხმა.

პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესდა გადასხმის პერიოდშივე - მოიხსნა კიდურების სისუსტე და აღდგა მეტყველება. თრომბოლიზისის პროცედურის დასრულების შემდეგ კი პაციენტი მოთავსდა ნევროლოგიური განყოფილების სტაციონარში, სადაც იმყოფებოდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგთა გამოცდილი გუნდის დაკვირვების ქვეშ, თემურ მარღანიას ხელმძღვანელობით.

პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გაეწერა ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე და თავს კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით დადასტურდა სისხლნაკადის აღდგენა მარჯვენა შუა არტერიაში.

სისტემური თრომბოლიზისი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბის დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - ალტეპლაზას გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა. მნიშვნელოვანია პროცედურის ადრეულ ეტაპზე - ინსულტის განვითარებიდან უახლოეს საათებში ჩატარება, რათა მოხდეს ინსულტით გამოწვეული ზიანის მაქსიმალური აცილება. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი პირველი ჰოსპიტალია, რომელმაც საქართველოში თრომბოლიზისის მეთოდით იშემიური ინსულტის მკურნალობა დანერგა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და მუდმივად მიმართავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა