ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე
ერთიან ეროვნულ გამოცდების ახალი მოდელს პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ ახალი მოდელი ზუსტად განსაზღვრავს აბიტურიენტის მზაობას.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი ძალიან კარგი მოდელია, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება აბიტურიენტის მზაობა.
ახალი მოდელის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებაზე სხვადასხვა გამოცდას დააწესებს, და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, წინასწარ შევატყობინებთ ჩვენს მომავალ აბიტურიენტებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება დისციპლინების სპეციფიკიდან გამომდინარე.
მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით შესაძლებელია მეოთხე საგნად დაემატოს უნარები, ზოგიერთ ფაკულტეტზე ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ის საგანი, რომელიც განსაზღვრავს რომელიმე კონკრეტული მიმართულების სპეციფიკას. ზოგადად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უფრო მაღალი მოთხოვნები, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თამასა კიდევ უფრო მაღლა აიწევს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მეოთხე საგნის არჩევითობის პრაქტიკას დადებითად ვაფასებ და კარგია, როდესაც უნივერსიტეტებს დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა ეძლევათ“ - აცხადებს გიორგი შარვაშიძე.

















