კახეთის გზატკეცილზე მოძრაობა აღდგენილია. როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაცითა მართვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნოდარ ჭუმბაძემ
განუცხადა, გზატკეცილზე სავალი ნაწილის დატბორვის გამო მოძრაობა დროებით შეფერხდა, თუმცა, ამ დროისათვის თითქმის სრულად აღდგენილია.
მისევე ცნობით, ისანი-სამგორის რაიონში სარდაფის დატბორვის გამო რამდენიმე გამოძახება დაფიქსირდა.
„ქალაქის სხვა უბნებში არანაირი შეფერხებები არ არის. ძირითადად, უმნიშვნელო გამოძახებები დაფიქსირდა“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ჭუმბაძემ.
მისივე თქმით, ძლიერი წვიმის გამო სერიოზულ დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.
თბილისის თითქმის ყველა უბანში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში კოკისპირული წვიმა და სეტყვა იყო.

















