logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს, „National Geographic” სპეციალური გამოცემის “Complete National Parks of Europe” მთავარი რედაქტორი ჯასტინ კავანა ეწვია
საქართველოს, „National Geographic” სპეციალური გამოცემის “Complete National Parks of Europe” მთავარი რედაქტორი ჯასტინ კავანა ეწვია
13:52 05.08.2019
საქართველოს, „National Geographic” სპეციალური გამოცემის “Complete National Parks of Europe” მთავარი რედაქტორი ჯასტინ კავანა ეწვია. ვიზიტი ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მიმდინარეობს. ჯასტინ კავანა უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ალავიძეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცნობილი გამოცემის წარმომადგენლის სტუმრობა საქართველოში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და კიდევუფრო მეტი ტურისტი ესტუმრება საქართველოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ცნობილი გამოცემის და მაღალი თანამდებობის პირი საქართველოში იმყოფება სტუმრად. მას განსაკუთრებული ტური აქვს დაგეგმილი რადგან, მისი აზრით საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ტურისტებისთვის უნდა შეტანილ იქნეს იმ კატალოგში, რომლითაც ხელმძღვანელობენ ტურისტები. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ მისი სტუმრობით და ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ საელჩოს ირლანდიაში, რომელმაც ორგანიზება გააკეთა და მათი ხელშეწყობით მოხდა ამ ტურის განხორციელება. რა თქმა უნდა, ტურიზმის დეპარტამენტისა და ეკონომიკის სამინისტროს, რომლებმაც უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დაგეგმვით, ეს ადამიანები ესტუმრება თუშეთს, გადაიღებენ შესაბამის ფილმს და ამ ფილმის საშუალებით მოხდება საქართველოს პოპულარიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ ირლანდიაში. იმედია, მეტ ტურისტს მივიღებთ და ცნობადობა საქართველოს შესახებ გაიზრდება.”-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

National Geographic-ის მთავარი რედაქტორის განცხადებით, საქართველო არის ევროპის ერთ-ერთი დამალული საგანძური. ჯასტინ კავანა თავად ესტუმრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და ადგილზე გაეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

„მე ვმოგზაურობ ფოტოგრაფ Jeff Morrison-თან ერთად, რომელიც მუშაობს National Geographic-ში. მსოფლიოს ვაცნობთ ისტორიებს ქვეყნის ეროვნული მახასიათებლების შესახებ ინსტაგრამის, წიგნების, ჟურნალების მეშვეობით. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები საელჩოს მხარდაჭერით. საქართველო არის ევროპის ერთ-ერთი დამალული საგანძური თავგადასავლებითა და მდიდარი ბუნებით. ვაპირებ ვესტუმრო თუშეთის ეროვნულ პარკს, რომელიც ევროპის შანგრი-ლას მაგონებს, კავკასიონზე მარგალიტებივით ასხმული სოფლებით”.-აცხადებს ჯასტინ კავანა.”

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აპრილის თვეში, დუბლინში საქართველოს საელჩოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქვეყანაში არსებული უნიკალური ბუნების ძეგლების, ღვინის კულტურის, ქართული სამზარეულოსა და უძველესი ტრადიციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჯასტინ კავანა დაინტერესებდა საქართველოთი და ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალით. საქართველოს რეგიონების მონახულების შემდეგ, „National Geographic” სპეციალური გამოცემაში “Complete National Parks of Europe”, საქართველოს შესახებ, ვრცელი მასალა იქნება წარმოდგენილი.

ჯასტინ კავანა ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა