logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირინა აბულაძე: მოსამზადებელი პროგრამა კიდევ ერთი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, მოიპოვონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების უფლება
ირინა აბულაძე: მოსამზადებელი პროგრამა კიდევ ერთი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, მოიპოვონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების უფლება
23:59 02.08.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ირინა აბულაძე უმნიშვნელოვანესს უწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ამოქმედებულ პროგრამას, რაც მათ საშუალებას აძლევთ, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში სწავლების უფლება მოიპოვონ.


„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, მოიპოვონ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში სწავლების უფლება. ამ ეტაპზე 139-მა აბიტურიენტმა დაასრულა სკოლისშემდგომი უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც თსუ-სა და ზუგდიდის უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდებოდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განაცხადების მიღება, თუ რომელ უნივერსიტეტებში სურთ სწავლის გაგრძელება და უახლოეს დღეებში მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება შესაბამისი ნუსხა, რის საფუძველზეც ისინი სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან. ასევე, აგვისტოს ბოლომდე ინიცირდება მთავრობის დადგენილება მათი სახელმწიფო გრანტით სწავლის დაფინანსების თაობაზე. უახლოეს მომავალშივე, როგორც ეს უკვე განვაცხადეთ, საქართველოს პარლამენტში შევა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება წლევანდელი აბიტურიენტების პირობით ჩარიცხვის შესახებ, რომელთაც ე.წ ენგურის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ნაწილობრივ ან სრულად შეეზღუდათ“ - აცხადებს ირინა აბულაძემ.



წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებში 100-ზე მეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ დაფინანსებას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. აღნიშნული პროგრამა მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა