logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი ეწყობა
ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი ეწყობა
11:43 02.08.2019
ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი კი 4 000 კვ.მ-ზე განთავდება.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ტრენაჟორები, ასევე, მოეწყობა სარწყავი და გარე განათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები, ბავშვთა ატრაქციონები და მოსასვენებლი კუთხეები.

სკვერში ოთხი საბავშვო ზონაგანთავსდება, რომელიც რეზინის ბორდიურით შემოისაზღვრება. რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდება. ხეები და საპროექტო გამწვანების ზოლები ბეტონის ბორდიურით გამოიყოფა.

ფონიჭალაში მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო.

„თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში უკვე ხუთი ახალი სკვერი მოეწყო. მსგავსი ტიპის სამუშაოები პარალელურად, ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ფონიჭალაში, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებით ერთი დიდი სკვერი უკვე მოვაწყვეთ და ახლა რაგბის სტადიონის აშენებაც იგეგმება. დიდი გეგმებითა და შემართებით ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოსახლეობის სურვილები და საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

ახალი სკვერის მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 375 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა