„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მაგდა ანიკაშვილმა სამგორის ამომრჩეველს ფერიცვალების
დღესასწაული ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიულოცა.
მან „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, ეკლესიის შიდა სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, ეკლესიის ეზოში მოსახლეობასთან შეხვედრისას, ანიკაშვილმა ყურადღება სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემებსა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა.
დღესვე, იგი ვარდიაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახსაც ესტუმრა, ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა და მის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ანიკაშვილის თქმით, ვერიკო ვარდიაშვილის ოჯახი 70 ათასი ქულითაა შეფასებული და მიუხედავად უმწეოს სტატუსისა, სახელმწიფოს მხრიდან ვერ იღებს სადაზღვევო პოლისს, რაც მისივე განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე მეტყველებს.

















