პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ივანიშვლი საქართველოში საკონცერტო ტურნეს იწყებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ბერა ივანიშვილის პროდიუსერმა ლევან მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირველი კონცერტი 23 აგვისტოს, 20:00 საათზე საჩხერეში გაიმართება.
„საჩხერეში კონცერტზე ბერა მხოლოდ საკუთარ სიმღერებს შეასრულებს, მისი დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, შემდეგი კონცერტის ადგილი და დრო გამოცხადდება“- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ბერას საკონცერტო ტურნეს პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნების“ საარჩევნო კამპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

















