logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაშმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ბაკალავრიატის საფეხურის დასრულება მიულოცა
მარიამ ჯაშმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ბაკალავრიატის საფეხურის დასრულება მიულოცა
11:07 01.08.2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა:

„თქვენ ხართ საქართველოს პირველი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, როდესაც ხარ ისტორიული მნიშვნელობის მქონე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. დღეს თქვენ იწყებთ მნიშვნელოვან პროფესიულ გზას. მინდა დაგიტოვოთ რეზო თაბუკაშვილის სიტყვები: პატრიოტობა არ არის პროფესია, პროფესიონალიზმი არის პატრიოტიზმი. ეს არის ის სიტყვები, რომელიც უნდა გაგყვეთ მთელი ცხოვრება. იმედი მაქვს, თქვენი პროფესიონალიზმით ბევრს შესძენთ ჩვენს ქვეყანას“.

მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მომავალი თაობების განათლებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევებსა და გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება:

„აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა შორისაა, თუმცა ჩვენი მიზანია, საუკეთესო ასეულისკენ გაგრძელდეს გზა იმ რეფორმების განხორციელებითა და ახალი სტანდარტების დანერგვით, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს“.

წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა, ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებთან ერთად უნივერსიტეტის პროფესორები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა