logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აზიური ფაროსანას ღონისძიებების გაცნობის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
აზიური ფაროსანას ღონისძიებების გაცნობის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
09:42 01.08.2019
აზიური ფაროსანას ღონისძიებების გაცნობის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახა კუპრეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად აგრძელებენ.

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ ზანის, ეკის, უშაფათის, ფოცხოს, ნოქალაქევისა და ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულებში, მოსახლეობას ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები გააცნო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ სასურველი შედეგი ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები - ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები, რომლის მეშვეობით ხდება დიდი რაოდენობით მავნებლის მოზიდვა. პრეპარატის შესხურების შედეგად კი - მისი ადგილზე განადგურება.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებ.გვერდზე - www.parosana.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა