logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა
ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა
10:30 31.07.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, იმედია, რომ 2019 წლის რთველი შეფერხებების გარეშე ჩაივლის და წარმატებით დასრულდება.

„წელს, ყურძნის საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით, როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი კუთხით. ყველა სიახლე, რაც მიმდინარე წელს რთველის პროცესში იქნება, მიმართულია ყურძნის აღრიცხვის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის უკეთ წარმართვისთვის, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას შეუწყობს ხელს. ქართული ღვინის ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი და შეუქცევადი პროცესი. შესაბამისად, ხარისხის კონტროლის და მონიტორინგის კუთხით მუშაობას სამინისტრო რთველის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად განახორციელებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს რთველი 2019-ის ტექნიკურ დეტალებზე, ყურძნის ჩაბარების პროცედურულ საკითხებზე და სიახლეებზე ესაუბრა. წელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, ღვინის საწარმოებში ჩაბარებული ყველა ჯიშის ყურძნის აღრიცხვას შეეხება. გასულ წელს, მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნის აღრიცხვა ხორციელდებოდა. პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის მობილიზებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული რესურსი. მიმდინარე წელს, რთველის ფარგლებში, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანის“ და „ყვარლის“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ღვინის ხარისხის უზრუნველყოფისთვის, აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა, ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონით განისაზღვრა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის და კადასტრის ამონაწერის გარეშე ჩასაბარებელი ყურძენი კი, შეფასდება, როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კადასტრის ამონაწერის დამოწმების მიზნით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე, მევენახეებმა უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა