ზუგდიდში მაშველები და პოლიცია 72 წლის მამაკაცის გადასარჩენად იბრძვიან.
მამაკაცი ჭაში ჩავარდა.
გავრცელებული ინფრომაციით ის შვილთან ერთად არტეზიულ ჭას ასუფთავებდა, რა დროსაც ნიადაგი ჩაინგრა და მამაკაცი 9 მეტრის ჭაში ჩავარდა.
პერიოდულად მამაკაცის ხმა ისმოდა, თუმცა ახლა მისი ხმა აღარ ისმის.
მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მიწის მოხსნის სამუშაოებს.
72 წლის მამაკაცი დაქირავებული მუშა იყო. ის შვილთან ერთად, მსგავსი ტიპის სამუშაოებს წლების განმავლობაში ასრულებდა.

















