logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს - მ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სერვისის გაუმჯობესების მიზნით ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა
შსს - მ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სერვისის გაუმჯობესების მიზნით ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა
13:42 30.07.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - ლევან კაკავამ და ნინო ჯავახაძემ, თბილისში (ფანჯიკიძის ქუჩა N6), დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების სერვისცენტრი გახსნეს. მინისტრის მოადგილეებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან - გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ახალი ცენტრი დაათვალიერეს და იქ არსებულ სერვისებს დეტალურად გაეცნენ.

ახლად შექმნილი ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

დაცვის პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნის შემდეგ, დღეიდან, მოქალაქეებს უკვე საშუალება აქვთ, დაცვის პოლიციის ყველა მომსახურება ერთ სივრცეში მიიღონ.

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში შესაძლებელი იქნება 30 მდე მომსახურების მიღება: მათ შორის - დაცვის ტექნიკური საშუალებების მოსარგებლე პირისთვის, ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილების განხორციელება, განაცხადის მიღება/ცვლილება, მომსახურების დროებითი შეჩერება და შეწყვეტა; GPS მომსახურების განაცხადის მიღება და მომხმარებლის დეტალურად ინფორმირება; საპოლიციო ძალით დაცვის ხელშეკრულების გაფორმება; დაცვა-გაცილების მომსახურების ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მიწოდება; პირადი დაცვის აყვანა, ტარიფების გაცნობა და საჭირო აპლიკაციების ადგილზე შევსება, ინკასაციის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმება და პირადი კონსულტაცია.

დღემდე, დაცვის პოლიციის სერვისებით სარგებლობისთვის მოქალაქეს უწევდა რთული პროცედურების გავლა, რაც გულისხმობდა ერთი მომსახურების მისაღებად სხვადასხვა ადგილზე მისვლის აუცილებლობას. სწორედ აქედან გამომდინარე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გაიხსნა მომსახურების ცენტრი, სადაც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაცვის სერვისით სარგებლობისთვის ყველა საჭირო პროცედურა ერთ თანამედროვე სივრცეშია ხელმისაწვდომი.

დაცვის პოლიციაში განხორციელებული რეფორმა მხოლოდ თბილისს არ ეხება. დედაქალაქში გახსნილი მომსახურების თანამედროვე ცენტრის პარალელურად, საქართველოს ყველა რეგიონულ სამმართველოში სერვისცენტრის თითო წარმომადგენელი იმუშავებს.

მომსახურების ცენტრის გარდა, სისტემური განახლების ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფებისთვის 112-ის სამსახურმა შექმნა ახალი GPS პროგრამა, რომლის საშუალებითაც ოპერატიული რეაგირების ჯგუფების გადაადგილების დრო მინიმალურად შემცირდება. კერძოდ, განგაშის სიგნალის შესვლისას, ეკიპაჟს ავტომობილში ჩამონტაჟებულ კომპიუტერულ პროგრამაზე ერთიანი რეაგირების ცენტრიდან ობიექტის ზუსტი მისამართი და ფოტომასალა გაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13 000-ზე მეტ ობიექტს ემსახურება. მათ შორის 6 000-ზე მეტი თბილისში მდებარეობს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ მომსახურებას: საპოლიციო დაცვა, დაცვა ტექნიკური საშუალებებით, დაცვა-გაცილება, ესკორტი, ინკასაცია, GPS მომსახურება. გარდა ამისა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს სამხედრო-საკონტრაქტო სამსახური.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა