logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქსტატი ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
საქსტატი ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
11:39 30.07.2019
2018 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით
დაკავებული 206 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 32,0 პროცენტი ქ. თბილისშია, ხოლო 19,9
პროცენტი - იმერეთის, 12,1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,1 პროცენტი - კახეთის,
7,3 პროცენტი - ქვემო ქართლის, 4,9 პროცენტი - აჭარის, 4,4 პროცენტი - შიდა ქართლის, 2,9
პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,5 პროცენტი - გურიის, 1,9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 1,0
პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.

ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე
გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2018 წელს მოქმედი ბაზრობების საერთო რაოდენობის 78,1 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმეების წილად კი - 19,4 პროცენტი. ბაზრობების დანარჩენ
ნაწილს გააჩნია კოოპერატივის (1,0 პროცენტი), სააქციო საზოგადოების (1,0 პროცენტი)
და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,5 პროცენტი) ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა. ბაზრობების 96,6 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 3,4 პროცენტი
- სახელმწიფო საკუთრებაში.

2018 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები
განთავსებული იყო 2,0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული
დახლების სიგრძე 52,7 ათასი მეტრია, რომელთა 64,8 პროცენტი შენობაშია განთავსებული.
ბაზრობებს გააჩნია 75 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1322 - შემნახველი საკანი (საწყობი)
27,4 ათასი კვ. მეტრი ფართობით, 0,8 ათასი ტონის ტევადობის - 447 მაცივარი.

2018 წელს მოქმედი ბაზრობების 35,9 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში
მიმდინარეობს), 34,0 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 30,1
პროცენტი - ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).
2018 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური
სუბიექტების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა.
ბაზრობების 31,6 პროცენტი ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე მიმდინარეობს მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა; სამი ბაზრობის ტერიტორიაზე
ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება როგორც ფრინველი,
ისე პირუტყვი.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ
ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 160
ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 19 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, დანარჩენი
ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის
სხვადასხვა დღეებში.

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 55,5 ათასი სავაჭრო
ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 43,2 ათასი კაცი ვაჭრობს.

2018 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში)
დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,1 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,6
პროცენტი ქალია. დასაქმებულთა 45,7 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა
რეგიონებზე ნაწილდება.

2018 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 158,6
მლნ. ლარი შეადგინა. ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ
ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 49,2 მლნ. ლარი,
რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 31,0 პროცენტს შეადგენს. 59,6 პროცენტს შეადგენს
შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 9,4 პროცენტი - სხვა სახის შემოსავლებს
მიეკუთვნება. 2018 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების
დანახარჯებმა 100,6 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ
პერსონალზე 27,7 მლნ. ლარია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა