თელავის რაიონის სოფელ ართანის ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს 10 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.
როგორც „ნიუსპრესს“ ართანის მუნიციპალიტეტში
განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით ხანძარი ახოტის ხეობაში მეცხვარებმა გააჩინეს, რომელიც შემდეგ სიფთის ხეობასა და ქოხტის კუდზე გავრცელდა.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია თელავის რაიონის სამაშველო სამსახური, რომლებმაც ადგილობრივ მოსახლებასთან ერთად ხანძრის ძირითადი კერების ლოკლაიზება უკვე მოახერხეს. სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც.
როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ხანძრის საბოლოო ლოკალიზება სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოხდება.

















